თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების თანამშრომლობის ფარგლებში, თსუ ევროკლუბის ორგანიზებით 2024 წლის 29-30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებების მიმართულებით.
პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
წერილობითი ეტაპის საფუძველზე შეირჩა 8 მოასპარეზე გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ რაუნდებში. ფინალური ეტაპის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო სპიკერი. თსუ იურიდიული ფაკულტეტი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას, მადლობას უხდის მსაჯებს თანამშრომლობისათვის, ხოლო მოასპარეზე გუნდებს საინტერესო პროცესის წარმართვისათვის!